მხატვრები

პაბლო პიკასო დაიბადა 25ოქტომბერს 1881წ,მალაგაში(ესპანეთში).მამამისი ხოსე რუის ბლანკო მხატვარი და ხატვის მასწავლებელი იყო. ხატვის ნიჭი მალე გაუგეს.1901წლიდან დედამისის(მარია პიკასო ლოპეზი)გვარის პიკასოს ტარება დაიწყო.პიკასო ესპანელი მხატვარი და სკულპტორი გახლადათ. მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ჟორჟ ბრაკტან ერთად კუბიზმის დამფუძნებელი.
სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 1914 წლიადან 1918 წლამდე აღზრდას გადიოდა მშობლიურ ქალაქში მარისტების ორდენის აკადემიაში.1916 წელს არდადეგებზე გაემგზავრა ქალაქ კადაკესში სადაც ეზიარა მოდერნისტულ ხელოვნებას. დალის პირველი პერსონალური გამოფენა 1919 წელს მოეწყო.
ვასილი კანდინსკი-რუსი მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ხელოვანი,  აბსტრაქციონიზმის დამფუძნებელი.დაიბადა მოსკოვში თუმცა მთელი ბავშვობა
ოდესაში გაატარა. 1896 წელს მიუხენში დასახლდა და სახვითი ხელოვნების აკადემიაში დაიწყო სწავლა. 
გარდაიცვალა ნიოი-სურ-სენში 1944 წელს.
ანრი მატისი ( 31 დეკემბერი, 1869 – 3 ნოემბერი, 1954)
დაიბადა ლე-კატოში, საფრანგეთის ჩრდილოეთში. 1892 წელს პარიზში ჩამოვიდა, სადაც ბუგროს სახელოსნოში, ჟიულიენის აკადემიასა და ნატიფი ხელოვნების სკოლაში (ეკოლ დე ბოზ-არტ) სწავლობდა. 1895-1898 წლებში გუსტავ მოროს სახელოსნოში მუშაობდა.

No comments:

Post a Comment