Saturday, June 23, 2012

სიურრეალიზმი



სიურრეალისტური მიმდინარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიზუალურ ხელოვნებაში. ისევე როგორც ლიტერატურაში, აქაც სიურრეალიზმი იკვლევს ქვეცნობიერს, მიზნად ისახავს სურვილისა და ოცნების გათავისუფლებას. ავტომატური წერის პრინციპს აქ ენაცვლება 1923 წელს ანდრე მასონის მიერ შემოტანილი რაციონალური კონტროლისგან თავისუფალი ავტომატური ხატვის პრინციპი. ამას ემატება  კოლაჟის ტექნიკა, რომელიც ძალიან ხშირადაა გამოყენებული მაქს ერნსტის ნაშრომებში. მოგვიანებით ჩნდება სალვადორ დალის შედევრები, რომლებიც ცალკეული ელემენტების შერწყმით სიზმრისეულ სურათებს წარმოადგენენ.
1925 წელს სიურრეალისტ მხატვართა პირველი ერთობლივი გამოფენა ეწყობა პარიზში. ამას მოჰყვება 1936 წელს ლონდონსა და ნიუ-იორკში, 1937 წელს ტოკიოში და 1938 წელს ისევ პარიზში გამოფენები.  სიურრეალიზმის გავლენა განსაკუთრებით დიდი აღმოჩნდა ამერიკულ ხელოვნებაზე, კერძოდ  ჯექსონ პოლოკის შემოქმედებაზე და მთლიანად Action Painting-ზე. სიურრეალისტების მიერ საგნისადმი მიმართული ყურადღება კი მომავალში პოპ-არტის მომასწავებელიცაა. ასევე საგრძნობია სიურრეალიზმის გავლენა 60-იან წლებში ევროპაში ჩამოყალიბებულ  ავანგარდისტულ მიმდინარეობაზე, რომელიც ახალი რეალიზმის სახელითაა ცნობილი

No comments:

Post a Comment