Saturday, June 23, 2012

აბსტრაქციონიზმი


აბსტრაქციონიზმი XX საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა. ამ მხატვრული მიმდინარეობის მიმდევართა აზრით, ახალი ხელოვნება მხოლოდ მაშინ შეძლებდა მაყურებელზე ზეგავლენის მოხდენას, თუ ფერებს და ფორმებს სრული თავისუფლება მიეცემოდა, ანუ ისინი კონკრეტულ საგნებს არ გამოსახავდნენ. ამ დროს წარმოშობილი ფერების და ფორმების კომბინაციათა რაოდენობა უსაზღვროდ ბევრი შეიძლება იყოს, ისევე, როგორც ადამიანში წარმოშობილი ემოციებისა და განცდების სიმრავლე. აბსტრაქციონიზმი მთლიანად უგულვებელყოფს მხატვრობის საზოგადო და შემეცნებით ამოცანებს, ამის ნაცვლად მიზნად ისახავს „რეალობისაგან განწმენდილი“ სულიერი არსის, სუბიექტური ემოციისა და ქვეშეცნეული იმპულსების გამოხატვას. ის ეფუძნება მხატვრული ფორმის განყენებული ელემენტების (ფერის, ხაზის, მოცულობის) საშუალებით არასახვითი კომპოზიციების შექმნას. ეს კომპოზიციები ან რაციონალისტურად მოწესრიგებულია, ანდა ავტორის სტიქიურ გრძნობებსა და ფანტაზიას გამოხატავს.

No comments:

Post a Comment