Thursday, June 28, 2012

ჰიპერრეალიზმი


H
ჰიპერრეალიზმი –სახვითი ხელოვნების მიმდინარეობაა ფერწერასა და ქანდაკებაში(XX საუკუნის ბოლო მესამედი).იგი დაფუძნებულია რეალობის კოპირებაზე.
1973 წელს ისა ბრახოტმა მოიფიქრა ტერმინი "ჰიპერრეალიზმი".ეს მიმდინარეობა პოპ-არტთან ახლოსაა.
ძირითადად,ამ სტილისთვის დამახასიათებელია სიზუსტე,ვნებიანობა,რეალობის არაემოციური აღქმა.ჰიპერრეალიზმი აქცენტირებას ახდენს გამოსახულების მექანიკურ,"ტექნოლოგიურ" ხასიათს,რაც აეროგრაფიის მეშვეობით აღწევს სიგლუვის შთაბეჭდილებას;ფერები,მოცულობა,ფაქტურა მარტივდება.
თუმცა,ჰიპერრეალიზმის პრობლემატიკაა-ყოველდღიური ცხოვრება,ქალაქის გარემო,რეკლამა,მაკრო-ფოტოგრაფიული პორტრეტი "ადამიანი ქუჩიდან" და მაინც იქმნება შთაბეჭდილება,რომ ის სტატიური,ცივი,განმარტოებული და ზერეალურია.
ჰიპერრეალიზმი გაჩნდა აშშ-ში 60-იანი წლების ბოლოს.ამ სტილის მხატვრებია:Bernardo Torrens,Mel Romas,Scott prior,Will Cotton,Jacques Bodin,Petro Campos,Chuck Close,Gilles Esnault,Ron Mucck,Roberto Bernordi,Chiara Albertoni,Raphaella Spence.

პოპ-არტი

Pპოპულარული ხელოვნება,  პოპ-არტი გასული საუკუნის 50იან წლებში, ბრიტანეთში წარმოიშვა, უფრო მძლავრად კი ამერიკაში განვითარდა.  ვიზუალური ხელოვნების ამ მიმდინარეობამ ვიზულაურად ნაკლებად საინტერესო და ხელოვანების ყურადღების მიღმა დარჩენილი ყოფითი ნივთები ხელოვნების ნიმუშებად აქცია და პოპულარული გახადა.
ტვრები  იღებენ რაიმე საგანს,  და მისი იზოლირებით, ან სხვა საგნებთან შეხამებით სრულიად ახალ მნიშვნელობას ანიჭებენ.  ყოფითი ელემენტების ნარევით მიღებული ნახატები ხშირად გავს რეკლამას ან კომიქსებს.  მხატვერბი ხშირად იყენებენ პოპულარულ სახეებს და ელიტისტური კულტურის საპირისპიროდ, ხაზს უსვამენ ბანალურს.  გაზეთებიდან, ჟურნალებიდან, სარეკლამო ეტიკეტებიდან ამოჭრილი სახეებისა და ხელოვნების ცნობილი ნიმუშების სინთეზი კი ირონიულ კოლაჟებს ემსგავსება.

ფოვიზმი

ეს არის 20-ე საუკუნის მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა პარიზში და მხატვრობაში ახალი პრინციპების, სტილის დანერგვას მოასწავებდა.
1905 წელს, პარიზში, ერთ-ერთ სალონში, ახლგაზრდა მხატვრებმა მოაწყეს გამოფენა და ამით საკმაოდ დიდი სკანდალიც გამოიწვიეს.რეაქციულად განწყობილი მაყურებელი , მათ მიმართ დამცინავ ეპითეტებს იყენებდა და ირონიულად მოიხსენიებდა. სურათები, რომელთა ავტორებიც იყვნენ : ანრი მატისი, მორის გლამინკი, დერენი, ჟორჟ ბრაკი ..
ხალხში აღშფოთებას იწვევდა, ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ შეიძლებოდა ვინმეს ნარინჯისფერი ველები, მეწამული ქუჩები, მწვანე მონასმებით დახაზული ქალის სახე ეხატა, უჩვეულოდ გაემარტივებინა ნახატები და პერსპექტივის ყველანაირი კვალი გაექრო.
მათ, კრიტიკოს ლუი ვოკსელმა მტაცებელი ცხოველები უწოდა, რაც ფრანგულად fouves-ს ნიშნავს და სწორედ ასე დაერქვა ამ მხატვრულ მიმდინარეობს ფოვიზმი. ფოვისტების ლიდერი იყო ანრი მატისი, საკმაოდ გავლენიანი ფიგურა ხელოვნებაში, რომლის ორი , ყველაზე ცნობილი ნახატია : ცეკვა, სიმღერა.
მართალია ფოვიზმი და ფოვისტების მოღვაწეობა ხანმოკლე იყო, თუმცა მხატვრებმა მოახერხეს ეპოქისათვის დამახასიათებელი ტენდენციების ასახვა. ჯგუფის ზოგიერთი წევრი შემდგომ სხვა ახალ მიმდინარეობებს შეუერთდა. ფოვიზმმა საფუძველი კი ექსპრესიონიზმს ჩაუყარა.

Saturday, June 23, 2012

აბსტრაქციონიზმი


აბსტრაქციონიზმი XX საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა. ამ მხატვრული მიმდინარეობის მიმდევართა აზრით, ახალი ხელოვნება მხოლოდ მაშინ შეძლებდა მაყურებელზე ზეგავლენის მოხდენას, თუ ფერებს და ფორმებს სრული თავისუფლება მიეცემოდა, ანუ ისინი კონკრეტულ საგნებს არ გამოსახავდნენ. ამ დროს წარმოშობილი ფერების და ფორმების კომბინაციათა რაოდენობა უსაზღვროდ ბევრი შეიძლება იყოს, ისევე, როგორც ადამიანში წარმოშობილი ემოციებისა და განცდების სიმრავლე. აბსტრაქციონიზმი მთლიანად უგულვებელყოფს მხატვრობის საზოგადო და შემეცნებით ამოცანებს, ამის ნაცვლად მიზნად ისახავს „რეალობისაგან განწმენდილი“ სულიერი არსის, სუბიექტური ემოციისა და ქვეშეცნეული იმპულსების გამოხატვას. ის ეფუძნება მხატვრული ფორმის განყენებული ელემენტების (ფერის, ხაზის, მოცულობის) საშუალებით არასახვითი კომპოზიციების შექმნას. ეს კომპოზიციები ან რაციონალისტურად მოწესრიგებულია, ანდა ავტორის სტიქიურ გრძნობებსა და ფანტაზიას გამოხატავს.

სიურრეალიზმი



სიურრეალისტური მიმდინარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიზუალურ ხელოვნებაში. ისევე როგორც ლიტერატურაში, აქაც სიურრეალიზმი იკვლევს ქვეცნობიერს, მიზნად ისახავს სურვილისა და ოცნების გათავისუფლებას. ავტომატური წერის პრინციპს აქ ენაცვლება 1923 წელს ანდრე მასონის მიერ შემოტანილი რაციონალური კონტროლისგან თავისუფალი ავტომატური ხატვის პრინციპი. ამას ემატება  კოლაჟის ტექნიკა, რომელიც ძალიან ხშირადაა გამოყენებული მაქს ერნსტის ნაშრომებში. მოგვიანებით ჩნდება სალვადორ დალის შედევრები, რომლებიც ცალკეული ელემენტების შერწყმით სიზმრისეულ სურათებს წარმოადგენენ.
1925 წელს სიურრეალისტ მხატვართა პირველი ერთობლივი გამოფენა ეწყობა პარიზში. ამას მოჰყვება 1936 წელს ლონდონსა და ნიუ-იორკში, 1937 წელს ტოკიოში და 1938 წელს ისევ პარიზში გამოფენები.  სიურრეალიზმის გავლენა განსაკუთრებით დიდი აღმოჩნდა ამერიკულ ხელოვნებაზე, კერძოდ  ჯექსონ პოლოკის შემოქმედებაზე და მთლიანად Action Painting-ზე. სიურრეალისტების მიერ საგნისადმი მიმართული ყურადღება კი მომავალში პოპ-არტის მომასწავებელიცაა. ასევე საგრძნობია სიურრეალიზმის გავლენა 60-იან წლებში ევროპაში ჩამოყალიბებულ  ავანგარდისტულ მიმდინარეობაზე, რომელიც ახალი რეალიზმის სახელითაა ცნობილი

კუბიზმი



კუბიზმი მნიშვნელოვანი და გავლენიანი ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ევროპულ მხატვრობასა და სკულპტურაში მე-20 საუკუნის დასაწყისში.
კუბისტური ნამუშევრებში, ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში — ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად ხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია, რომ ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი და თავად ობიექტის ან ფიგურის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა, რაც არამკაფიო გამჭვირვალე სივრცეს ჰქმნის, დამახასიათებელს კუბიზმისთვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული აესთეტიური მიმდინარეობა.